დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამებით სხვადასხვა ბანაკებში მიიწვიეს

0

PicMonkey Collageდაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე სალომე ნასყიდაშვილმა ერთდროულად ორ, self-camp და EGTMA-camp პროექტებში გაიმარჯვა და აღნიშნულ ბანაკებში გასართობი, საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამებითაა მიწვეული.

აღნიშნული პროგრამები გათვლილია რეგიონში მცხოვრებ გოგონებზე, რათა მათ ისწავლონ ბევრი რამ ჯანმრთელობის ფიტნესის, ლიდერობის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების შესახებ. რაც ხელს შეუწყობს მათი პასუხისმგებლობის ამაღლებასა და სამოქალაქო ჩართულობას ადგილობრივ დონეზე. რაც  შეეხება ამავე სკოლის IX კლასის მოსწავლეს გივი ასლანიშვილს მან ბანაკ Green-camp-ის საგზური მოიპოვა, სადაც ის გარემოს დაცვისა და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის.

„აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენი სკოლა დატვირთული იყო წარმატებებით, არაერთ   პროგრამაში მოიპოვეს ჩვენმა მოსწავლეებმა გამარჯვება, რაც ძალიან მეამაყება. სალომე ნასყიდაშვილთან და გივი ასლანიშვილთან ერთად აღსანიშნავია რომ ჩვენს სკოლას ჰყავს სამი გამარჯვებული Flex-ის პროგრამაში, სწორედ ამ პროგრამით ელენი ბასილაშვილი ამჟამად იმყოფება ამერიკაში. ამ ბავშვების წარმატებები კი ჩვენი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის ია ნიქაბაძის დამსახურებაა“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა დინარა პირველმა.

აღნიშნული ბანაკები ქართული ორგანიზაცია „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეებთან თანამშრომლობით ყოველწლიურად ეწყობა. ბანაკების მიზანია ცოდნის დონის ამაღლება, სწავლება, საქართველოს მასშტაბით ბავშვების შესაძლებლობების შესახებ ინფორმირება. თითოეულ ბანაკს განსხვავებული ფოკუსი აქვს, თუმცა ყველა ქმნის მნიშვნელოვან სასწავლო გარემოს, გასართობი პროგრამების პარალელურად.


Share.

Comments are closed.