ბოლნისში ღია ტიპის სავარჯიშო მოედნის მოწყობა მიმდინარეობს

0

2016-07-25_215421ქალაქ ბოლნისში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი კეთდება. „იცხოვრე სპორტით და დარჩი ახლაგაზრდა“ – აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, მსგავსი ტიპის მოედნები ეტაპობრივად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. მოედანზე განთავსდება სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირებას. ახალი მოედნით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, იგი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი ერთ კვირაში გაიხსნება.


Share.

Comments are closed.