ბოლნისში ტექნოპარკის ფილიალის გახსნა იგეგმება

0

13775630_1209919885735795_3919442777404912123_nინოვატორებისათვის განკუთვნილი ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სივრცე დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოინახულა. ეს არის პირველი ტექნოლოგიური პარკი საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიურ დანადგარებთან, სერვისებს დამწყები START UP კომპანიების განსავითარებლად, წვდომას მოწინავე ცოდნასთან და გამოცდილებასთან ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. ტექნოპარკში არსებული სერვისები უფასოა.
საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ამოცანაა ინოვაციებისთვის ინფრასტრუქტურა ყველა რეგიონში იყოს წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ფილიალის გახსნა ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც იგეგმება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა მზადყოფნა გამოთქვა პროექტის განხორციელებაში მუნიციპალიტეტმა თანამონაწილეობა მიიღოს, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს ქალაქს. სივრცე ინოვაციური, საინტერესო და კრეატიული იდეების განსახორციელებლად შეიქმნება.
ტექნოპარკის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში ბოლნისს ეწვევიან და შენობას თავად შეარჩევენ.


Share.

Comments are closed.