ბოლნისში „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ პროექტის პრეზენტაცია მოეწყო

0

97381452-e1467023972848-cr-739x428მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პროექტი „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ გააცნო, რომელიც მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობას საშუალებას აძლევს, სახელმწიფოს მხრიდან მიიღონ 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყონ ბიზნესი, რაც მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს, 27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებ გვერდზე WWW qartuli.ge და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით წამოიწყონ საკუთარი საქმე მთაში.

„მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობას ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების უნიკალური შანსი ეძლევა, ახალი პროექტი, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით, საშუალებას იძლევა მაღალმთიან სოფლებში ბიზნესის განვითარებისთვის მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან მიიღონ 5000-დან 15000 ლარამდე თანადაფინანსება, პროგრამის მიზანია სოფლების განვითარება, მიგრაციის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება“. – აღნიშნა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ლაშა ჯაფარიძემ.


Share.

Comments are closed.