ბოლნისის თეატრალური დასის წარმატებული გასტროლი

0

13615174_997982033648252_6709940530714501348_n28 ივლისს ბოლნისის მუნიციპალური თეატრი, ევროპის კულტურის დღეების ეგიდით, გერმანიაში გაემგზავრა. ფესტივალის ფარგლებში დასი ქალაქ ბადენბორნში ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „სიკვდილის დღის საჩუქარით“ წარსდგა. ბოლნისელმა მსახიობებმა დროის სიმცირის გამო გენერალური რეპეტიციის გარეშე მოახერხეს და მაყურებლამდე ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია ზუსტად ისე მიიტანეს, როგორც რეჟისორს ჰქონდა გათვლილი. სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა, მაყურებელმა დიდი მოწონება მქუხარე აპლოდისმენტებით გამოხატა. წარმოდგენამ ადგილობრივი მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია და არა ერთი ბეჭდური ვერსიის გვერდი დაუთმო.


Share.

Comments are closed.