შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ღია კარის დღის ფორმატში, გადასახადის გადამხდელებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ძირითადი საკითხები საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ეხებოდა, რომელიც მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლას გულისხმობს. ცვლილებები ასევე შეეხო დავალიანების ჩამოწერის წესსაც.
„მოგეხსენებათ, ახალი საკანონმდებლო წესის ამოქმედება ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა, ამიტომ გვინდა დეტალურად გავაცნოთ გადამხდელებს ეს ინფორმაცია, რათა მომზადებულები შეხვდნენ ამ ცვლილებებს“. – განაცხადა საკონსტიტუციო სამმართველოს უფროსის მოადგილემ ხატია ცხვედიანმა.