ცენტრალურ სტადიონზე საფარის განახლება მიმდინარეობს

0

13516287_1191510754243375_9119288263327963872_nთამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე განახლებითი სამუშაოები მიმდინარეობს. გუნდი ჩემპიონატისთვის ემზადება, მზადაა მოედანიც, ამჟამად ფედერაციის მიერ გამოგზავნილი ტექნიკით ხდება სპეციალური ქვიშის დაყრა, მუდმივად ირწყვება და იკრიჭება საფარი. მიმდინარე სამუშაოები  მუნიციპალიტეტის გამგებელმა და „სიონის“ გენერალურმა დირექტორმა მოინახულეს.

განახლებულ საფარზე 7 აგვისტოს XXVIII გარდამავალი ჩემპიონატი გაიხსნება.


Share.

Comments are closed.