ჩრდილების თეატრი – თანაბარი უფლებებისთვის

0

13454111_1093714644000081_1633538045_n14 ივნისი თანაბარი უფლებების,  ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ეს  დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ისინი საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრები არიან, აუცილებელია მათი უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის უზრუნველყოფა.  ააიპ ”ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ” და ბოლნისის კულტურის სახლის შემოქმედებითმა კოლექტივმა ეს დღე ჩრდილების თეატრის ფორუმ-სპექტაკლით აღნიშნეს და უმასპინძლეს  №1 საბავშვო ბაგა-ბაღის უფროსი ჯგუფის მოსწავლეებს, პედაგოგებს და მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ ,,ლოგომედი”-ს ბოლნისის ფილიალის აღსაზრდელებს.

ღონისძიების  მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ  ბავშვების  სწორი პროფესიული დამოკიდებულების ჩამოყალიბება,  რომელიც მათ საშუალებას მისცემს გააცნობიერონ და პატივი სცენ განსხვავებულობას საზოგადოებაში. შეხვედრაზე გაიმართა ტრენინგი, აღნიშნულ თემაზე, სახალისო თამაში, სპექტაკლის ჩვენება და დისკუსია. ღონისძიების გზავნილი იყო – „შექმენი გარემო, აღიქვი შესაძლებლობა და მოიძიე განათლება“.


Share.

Comments are closed.