ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში კანალიზაციის სისტემის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება

0

13327493_1182954001765717_919556962626659399_nშპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უახლოეს მომავალში ქალაქ ბოლნისში კიდევ ერთ მასშტაბურ სამუშაოებს დაიწყებს. პროექტი ამჯერად წყალარინების (კანალიზაციის)სისტემის მშენებლობას უკავშირდება.

მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. აღნიშნული პროექტით ქალაქ ბოლნისში საბოლოოდ დასრულდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება შიდა გზების მოასფალტება.

,,უახლოეს პერიოდში ქალაქ ბოლნისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ბოლნისის წყალარინების (კანალიზაციის)სისტემის მშენებლობას განახორციელებს. აღნიშნული პროექტი ქალაქის სწორად განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამის შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა ბოლნისის ქუჩების მოასფალტება საბოლოოდ დავასრულოდ. ჩვენი უდიდესი სურვილია ბოლნისი, რომელიც ზუსტად 2 საუკუნის წინ გერმანელმა კოლონისტებმა დააარსეს, თანამედროვე ქალაქად ვაქციოთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბოლნისის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ქალაქის 10 ქუჩაზე, საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ივლისის ბოლოს დასრულდება. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ, აღნიშნული ქუჩების მოასფალტება ეტაპობრივად მოხდება.

კანალიზაცია


Share.

Comments are closed.