ფერმერებს პროდუქციის რეალიზება უჭირთ

0

13502015_1191522167575567_8673057201038262498_nნახიდურის თემში მცხოვრები ფერმერები კარტოფილის ბიზნესს წლებია ეწევიან, ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა. როგორც თავად ამბობენ, კარტოფილის მოყვანა ძვირი ჯდება, ამიტომ სესხის აღება უწევთ, მიღებული პროდუქციის რეალიზება კი უძნელდებათ. ფერმერები დახმარების თხოვნით დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი მეშველიანს შეხვდნენ და იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც საადრეო კარტოფილის რეალიზაციაში ხელი ეშლებათ. ისინი მიზეზად თურქეთიდან შემოტანილ პროდუქციას ასახელებენ, რომლის ფასიც ძალიან დაბალია. მუნიციპალიტეტის გამგებელი კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარებას დაჰპირდა.


Share.

Comments are closed.