სტუმრად ძველ მეზობლებთან – ბოლნისის თეატრი გერმანიაში მიემგზავრება

0

13495052_1780976735457458_5659926126696343641_nბოლნისის მუნიციპალური თეატრი წინა საგასტროლო სამზადისშია. კულტურის სახლის სცენაზე ჩვეული ფუსფუსია. აწყობილ დეკორაციასთან მსახიობები გენერალურ რეპეტიციას გადიან.   გერმანიაში, ქალაქ პადერბორნის ცენტრალურ დარბაზში, ფართო აუდიტორიას მათ ერთი ოჯახის უცნაური ისტორია უნდა უამბონ.

ბოლნისის თეატრმა სპექტაკლი  ფესტივალის ფარგლებში უნდა ითამაშოს, რომელიც გერმანიაში რამდენიმე დღე გასტანს. ევროპის კულტურის დღეების ეგიდით, თეატრალური ფესტივალის გარდა, ევროპის თეატრის კონგრესიც იმართება, რომლისთვის მზადებაც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 50 ქვეყნიდან საერთაშორისო ჟიურიმ შვიდი ქვეყანა შეარჩია,  მათ შორის ერთ-ერთი იღბლიანი ბოლნისის თეატრიც აღმოჩნდა,  რომელმაც  ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,სიკვდილის დღის საჩუქარი’’ წარადგინა.

აღნიშნული სპექტაკლით ბოლნისის თეატრი გასულ წელს ლატვიაში, ქალაქ გულბენეში იმყოფებოდა და  სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ექსპერტების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

გერმანიაში თეატრალური  ჩვენებების შემდეგ თითოეულ სპექტაკლს თეატრალური კონგრესი განიხილავს, ასევე ჩატარდება მასტერკლასები ევროპელი სპეციალისტების მიერ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრის 10 კაციანი შემადგენლობა გერმანიაში 28 ივნისს გაემგზავრება, სადაც ქართული თეატრის სახელი კიდევ ერთხელ გაიჟღერებს და მოხდება მისი პოპულარიზაცია.

 


Share.

Comments are closed.