სოფლად მცხოვრები მოსწავლეები კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩაერთვებიან

0

13390873_1088884567816422_654564546_n,,სოფლად მცხოვრები მოსწავლეების კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვა“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ააიპ ”ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება” და ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრი ახორციელებს.  პროექტის მიზანია,  ქართული და არაქართულენოვანი მოსწავლეების კულტურულ ღონისძიებაში ჩართვა. სპექტაკლი ფორუმის სახეს ატარებს  და მოსწავლეები  პროცესში თავად ერთვებიან,  სწავლობენ ცეკვას, სიმღერას, პასუხობენ დასმულ კითხვებს. აქტიურ მოსწავლეებს წახალისების მიზნით გადაეცემათ გასაფერადებელი სურათები. პირველი გასვლითი ღონისძიება  სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლაში ჩატარდა,  ნაჩვენები იყო სპექტაკლი ,,ნაცარქექია“. საორგანიზაციო საკითხებს ხელმძღვანელობდა ნახიდურის საჯარო სკოლის ფილოლოგი  ნანა დევნოზაშვილი. სპექტაკლს  უამრავი მოსწავლე დაესწო. თეატრის დასმა  მოსწავლეებს  მადლობა გადაუხადა და  შემდგომი გასვლითი ღონისძიება სოფელ ხატისოფელში დაგეგმა.


Share.

Comments are closed.