„საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება“

0

13318946_1001195303328545_112020483_nაღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის (EaPTC) პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია ქვემო ქართლის ეთნოშორისმა ერთობამ გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა ექსპერტის ვაკანსია. გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოიგზავნა ძალიან ბევრი CV და სამოტივაციო წერილი, რის შემდეგაც პროექტის თანამშრომლების მიერ მოხდა CV-ების გადარჩევა. შემდეგ ეტაპზე ჩატარდა გასაუბრება ექსპერტობის კანდიდატებთან. გასაუბრებას ესწრებოდნენ პროექტის კოორდინატორი კარინე ბეჟანიშვილი, ასისტენტი თორნიკე ადამაშვილი, პროექტის ფინანსური მენეჯერი მანანა ლონდარიძე, პროექტის აპლიკანტი არტურ გაზარიანი და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი – თამარ ბეჟანიშვილი.
გასაუბრების შედეგად შეირჩა საუკეთესო კანდიდატი – მიხეილ ელაშვილი, რომელიც მის გუნდთან ერთად შეასრულებს პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოს. შერჩეული ექსპერტის მოვალებაა – საველე სამუშაოების შესრულება: ქვემო ქართლის მასშტაბით ინფორმაციის მოგროვება ტრადიციული და ალტერნატიული ტურისტული პოტენციალის შესახებ, მოგროვებული ინფორმაციის მეშვეობით ტურისტულ მონაცემთა ბაზის შექმნა. ასევე მომზადდება საინფორმაციო რუკა ტურისტული ობიექტების აღნიშვნით და სხვადასხვა ტურისტული მარშრუტებით. შემუშავდება ტურისტული პალეტები.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა როგორც გამოცდილება, ასევე შესაბამისი ცოდნა. ამ კუთხით კი მიხეილ ელაშვილი მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, სწორად შერჩეული კანდიდატია. მას აქვს უწყვეტი სამუშაო სტაჟი – GIS და სატელიტური ტექნოლოგიების სფეროში. მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა არაერთ საერთაშორისო თუ ლოკალურ პროექტს. სწორედ აღნიშნულ ტექნოლოგიებს ასწავლის ამჟამად მიხეილ ელაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და საინჟინრო ფაკულტეტზე. აღნიშნული ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ქვემო ქართლის საზღვრისპირა რაიონების ტურისტული პოტენციალის კვლევაში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია პროექტისთვის.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პროექტი „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება“ ხორციელდება სინქრონულად სომხეთსა და საქართველოში. პროექტის სამიზნე სწორედ საზღვრისპირა რეგიონებია – საქართველოში ქვემო ქართლი, ხოლო სომხეთში თავუშის რეგიონი. პროექტის მთავარი მიზანია აღნიშნული რეგიონების თემებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დასაქმების ახალი პერსპექტივების შექმნა და საბოლოო ჯამში ცხოვრების დონის ამაღლება.
გარდა ეკონომიკური კომპონენტისა, პროექტი კულტურულ თუ ეკოლოგიურ საკითხებსაც ეხება და მიზნად ისახავს მულტი-კულტურული დიალოგის ხელშეწყობას და ადამიანების, კონკრეტულად ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების დამყარებას საზღვრის ორივე მხრიდან,
ადგილობრივი თვითმმართველობის და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობას და საზღვრისპირა ეკოლოგიურ პრობლემებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის პარტნიორები არიან:
დილიჟანის ახალგაზრდული თანამშრომლობის ცენტრი;
ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობა (KKIEU, საქართველო)
სომხეთის ევრაზიის პარტნიორობის ფონდი (EPF)
კავკასიის ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი (ICCT, საქართველო);
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და რეალიზებულია GIZ-ის მიერ.

R


Share.

Leave A Reply