როგორ აპირებს მუნიციპალიტეტი დაბა თამარისში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას

0

13413556_1183410598386724_7334701284808361060_nდაბა თამარისის მოსახლეობამ სასმელი წყლის  პრობლემის მოგვარება ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ არაერთხელ სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.

ამ საკითხთან დაკავშირებით დაბის მოსახლეობა დღეს მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო ოთახში შეიკრიბა და  წყალმომარაგების კომპანიის ბოლნისის სერვის ცენტრის ტექნიკური განყოფილების უფროსთან ერთად განიხილეს დაბაში არსებული უწყლობის  მიზეზები.

დაბის მოსახლეობა წყლის დებეტის სიმცირეზე საუბრობს და აღნიშნავს რომ რამდენიმე დღეა ონკანებში წვეთი წყალი არ წამოსულა, მათთვის გაურკვეველია, რატომ ითხოვს კომპანია გადასახადს, როცა დაბას წყალი თითქმის არ მიეწოდება. ისინი პროტესტის ნიშნად გადასახადს აღარ იხდიან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ცენტრალური მილის შესაძენ თანხებს, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფს, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება კი შპს ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ დაეკისრება.

დაბაში ხუთკილომეტრიანი ამორტიზირებული მილის შეცვლამდე  წყალმომარაგების სერვისცენტრის ტექნიკური უფროსი მოსახლეობა სასმელი წყლის მოწოდებას ფარიზის გამრიცხველიანების საფუძველზე ჰპირდება, აღნიშნავს, რომ სწორედ ეს გამოიწვევს წყლის დებეტის გაზრდას, რომელიც დაბის მოსახლეობას მოხმარდება.


Share.

Comments are closed.