რიტუალების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

0

13230242_1736035200014822_3121435436542278277_n„რიტუალების სახლის ეზოში დაზიანებულია კანალიზაციის მილი, საშინელი ანტისანიტარიაა, გთხოვთ მოგვაქციოთ ყურადღება“, – ამ შინაარსის განცხადებით რიტუალების სახლის მოსაზღვრედ მცხოვრებმა ნათია მინდიაშვილმა გამგეობას მიმართა.

ზაფხულის დადგომასთან ერთად პრობლემამ თავი იჩინა, დაზიანებულია საკანალიზაციო მილი, რომელიც  მცხოვრებლებს  პრობლემას უქმნის. „მწყობრიდანაა გამოსული კანალიზაციის სისტემა, წყალი გროვდება ეზოში, არის საშინელი სუნი, ახვევია მწერები და ბაყაყები. შეწუხებულები ვართ, ვითხოვთ დროულად მოგვარდეს პრობლემა“, -აცხადებს მოსახლეობა.

აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე ადგილობრივი ხელისუფლება უკვე მუშაობს, შეძენილია პროექტი, უახლოეს დღეებში კი გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე.

„რიტუალების სახლის საკანალიზაციო ქსელის აღდგენისთვის თანხა საკრებულოს ბოლო სხდომაზე დამტკიცდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურების მომზადება და უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე. გარდა ამისა, აქ მცხოვრებლებს აწუხებთ მოხუცთა სახლის საკანალიზაციო სისტემაც, რომელიც რიტუალების სახლის საკანალიზაციო ქსელზეა დაერთებული, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაგეგმილი გვაქვს მოხუცთა სახლში სველი წერტილების და საკანალიზაციო ქსელის სარემონტო სამუშაოები“, – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვიტარების სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.

მუნიციპალიტეტში ირწმუნებიან, რომ რიტუალების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა აღარ შეაწუხებთ, რადგან სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.


Share.

Comments are closed.