პოეზიით გაცოცხლებული გერმანული სარდაფი

0

2016-06-21_174216 პოეზიის კიდობანი ერქვა საღამოს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭოს ინიციატივით გაიმართა.პოეზიის მოყვარულები მინდიაშვილების გერმანულ სარდაფში შეიკრიბნენ. საღამოზე მოწვეული ახალგაზრდა პოეტები  ერთმანეთს საკუთარი მრავალფეროვანი შემოქმედებით ეპაექრებოდნენ.

თემატიკა თავისუფალი და შეუზღუდავი იყო, ექსპრომტად წაკითხული ლექსები კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა გერმანულ სივრცეში გამართულ საღამოს.

აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს მსგავსი კულტურული მემკვიდრეობის სივრცეების  სხვადასხვა ღონისძიებებით მაქსიმალურად დატვირთვას.

საღამოს დასასრულს მსმენელებს პოეტებისგან საჩუქრად ლექსების კრებულები გადაეცათ.


Share.

Comments are closed.