პაატა ხიზანაშვილმა იუნორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლნისელი ახალგაზრდა დააჯილდოვა

0

13563692_10154254479252230_1802619472_n29 ივნისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორმა, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდეტნმა პაატა ხიზანაშვილმა ძალოსნობის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 85 კილოგრამამდე წონითი კატეგორიაში, მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა. სპარეზობის მეხუთე დღე დაძაბული და საინტერესო გამოდგა, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს იტალიელი ანტონიო პიძოლატო და ჩინელი იავენ ლიუ შეეჭიდნენ. ჩინელმა სპორტსმენმა გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები არ დაზოგა და ჩემპიონატის ფარგლებში პირველმა შეძლო 200 კილოგრამიანი შტანგის აწევა. მესამე ადგილი კი ყატარელ იბრაჰიმ ფარეს ელბახს ხვდა წილად. საკუთარ ფავორიტებს მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ ახალ ტანვარჯიშის სასახლეში შეკრებილი ქომაგები, რომლებიც სპორტსმენებს მხურვალე აპლოდისმენტებითა და შეძახილებით ამხნევებდნენ. თუმცა ღონისძიების ორგანიზატორებმა მათ შორის საუკეთესოს გამოვლენა მაინც შეძლეს, სცენაზე ბოლნისელი ახალგაზრდა, ნიკოლოზ თაყნიაშვილი იხმეს, რომელიც ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორმა და ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ხიზანაშვილმა სპეციალური საჩუქრით დააჯილდოვა.


Share.

Comments are closed.