არასამთავრობო ორგანიზაციამ „ორბელიანი – საქართველო“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში საინფორმაციო შეხვედრა გამართა და აუდიტორიას იდეების კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდა. „ორბელიანი – საქართველო“ აფინანსებს სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებულ იდეებს, რომელსაც შეუძლია კრეატიულ-პოზიტიური და სოციალური ცვლილებები გამოიწვიოს თემში.
„ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ოქტომბრამდე შემოიტანოს ჩვენს აპლიკაციაზე საკუთარი იდეა. გამარჯვების შემთხვევაში გამოკვეთილ იდეას „ორბელიანი საქართველო“ სხვადასხვა რესურსებითა და მატერიალური მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ეს არის შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მოხალისეობრივ საწყისებზე სურთ იდეების ინიციატივების განხორციელება თავიანთ თემში“. – განაცხადა „ორბელიანი – საქართველოს“ პროექტების კოორდინატორმა ნინო გიორგაძემ.