მუნიციპალიტეტის გამგეობა მუშევანის საჯარო სკოლას წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოუგვარებს

0

13433294_1188224767905307_4937534902394372481_oბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფელ მუშევანის მოსახლეობას შეხვდა. გოგი მეშველიანმა სოფლის მცხოვრებლებისგან არსებული პრობლემები მოისმინა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე უმთავრეს საკითხად სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასახელეს. გამგებელის განცხადებით გზის ორმოული შეკეთება უახლოეს მომავალში დაიწყება.
სოფლის მცხოვრებლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს სკოლის ეზოში შეხვდნენ. მათი თქმით, სკოლას უკვე რამდენიმე წელია ელექტროენერგია არ მიეწოდება, ვინაიდან საგანმანათლებლო დაწესებულებას არ გააჩნია სახსრები აბონენტად დარეგისტრირდეს შესაბამის კომპანიაში. გოგი მეშველიანის გადაწყვეტილებით აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად საჭირო თანხებს მუნიციპალიტეტი გამოყოფს.


Share.

Comments are closed.