მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბოლნისში შეხვედრა გამართა

0

13445957_633393156823889_214537946_oბოლნისში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლადდაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ მოსახლეობას შეხვდა. მოძრაობის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე მიესალმა დამსწრეთ და პარტიის შესახებ ისაუბრა, მან შეკრებილთ ის ადამიანები და მათი პოლიტიკური ხედვები გააცნო ვისთან ერთადაც აპირებს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას. ,, აქ შეკრებილ საზოგადოებას ჩვენი გეგმების შესახებ ვესაუბრეთ, მთავარია ხალხში უიმედობა მოისპოს, მთავარია ჩვენი სჯეროდეთ და იმედი გავაღვიძოთ, დავპირდი რომ ოქტომბრიდან ჩვენ ერთად შევცვლით ყველაფერს. რაც შეეხება კანდიდატს, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, ცოტა დრო გვჭირდება და მაჟორიტარობის კანდიდატსაც გაგაცნობთ.“- განაცხადა ბურჭულაძემ.


Share.

Comments are closed.