მერაბ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

0

13568867_1195308340530283_6278974689047234187_oქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. დღეს დილიდან მძიმე ტექნიკა მუშაობს, ამ ეტაპზე იხსნება ძველი საფარი, რომელსაც ბაზალტის  ქვაფენილი ჩაანაცვლებს. კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებს მალე გადაადგილების პრობლემა აღარ ექნებათ.

სამუშაოებს წინ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება უძღოდა. კანალიზაციის ქსელის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ცხაურის მოწყობა სანიაღვრე სისტემისათვის.
ქუჩის მოპირკეთების სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
ინფრასტრუქტურული პროეტის დაწყება დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა პირველ მოადგილესთან ერთად მოინახულა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

ტენდერში გამარჯვებულიკომპანია სამუშაოებს სექტემბრის ბოლოს დაასრულებს, რის შემდეგაც მოეწყობა გაზონები და დამონტაჟდება ლამპიონები. მოასფალტდება კოსტავასთან დამაკავშირებელი წმ. ნინოს, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩები.


Share.

Comments are closed.