ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს ეკოლოგიური ბილიკის ასოციაციის დამფუძნებელმა ზურაბ მჭედლიძემ და მისი გუნდის წევრებმა ნანა ქუთათელაძემ, ელგუჯა ნასიბაშვილმა და ლუდმილა დემურაშვილმა მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრის ბოლნისის ფილიალის ყველა პატარა ტკბილეულით დაასაჩუქრეს. ცენტრს კი ინტერიერის გასალამაზებლად ოთახის ყვავილები მიართვეს. საქართველოს ეკოლოგიური ბილიკის ასოციაცია ერთი წელია დაარსდა და არა ერთი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. აღნიშნულ პროექტებს ასოციაცია კომპანია ,,არემჯი”-ს ხელშეწყობით ახორცილებს.
,, ყველა პატარას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ვუსურვებ ულევ სიხარულს და ბედნიერ მომავალს. ძალიან სასიამოვნო იყო ,,ლოგომედში'” სტუმრობა, უსაყვარლესი ბავშვები ვნახეთ, მივულოცეთ და გავახარეთ ისინი. ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით და ამით არ შემოვიფარგლებით, დავესწრებით ყველა იმ ღონისძიებებს, რაც ჩატარდება დღეს დაბა კაზრეთში. აღნიშნა Bolnsi.ge-თან საუბარში საქართველოს ეკოლოგიური ბილიკის ასოციაცის დირექტორმა ნანა ქუთათელაძემ.