კომპანია „არემჯის“ საჩუქარი დაბა კაზრეთის ბავშვებს

0

13323189_1198677803475693_5954209906102814410_oბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ტრადიციულად კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებთან ერთად შეხვდნენ. წელსაც ისინი კაზრეთის „ცეროდენას“ ესტუმრნენ და ტკბილეულით ხელდამშვენულებმა მიულოცეს პირველი ივნისი. დღეს საბავშვო ბაღის ეზოში პატარებისთის ფერადი სამყარო იყო შექმნილი, აღსაზრდელებმა კომპანიის წარმომადგენლებს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

კომპანიამ პირველი ივნისი ბალიჭის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსაც მიულოცა.

„არემჯის“ საჩუქარი ამით არ შემოფარგლულა. მათ ბაღის მენეჯერების თხოვნა უყურადღებოდ არ დატოვეს და დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღის ეზოებში სხვადასხვა სახის ატრაქციონები დაამონტაჟეს. კომპანიამ იმ ბავშვების ინტერესიც გაითვალისწინა, რომლებიც საბავშვო ბაღში აღარ დადიან, „არემჯიმ“ მათ დაბის კულტურისა და დასვენების პარკში გასართობი ატრაქციონები მოუწყო.


Share.

Comments are closed.