იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო სკოლის ჰიმნი

0

2016-06-02_180940იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო სკოლის ჰიმნი პირველად დღეს, ბოლო ზარის ღონისძიებაზე გაჟღერდა. მამა პეტრეს ლექსი, გია ნაცვლიშვილის მუსიკა, ბოლნისის ღირსშესანიშნაობები ერთ ობიექტივში გაერთიანდა და ულამაზესი კლიპი შეიქმნა, რომელიც დღეიდან სკოლის სავიზიტო ბარათად იქცევა.

„ჩვენი სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებულები გამოირჩევიან შემოქმედებითი ნიჭით, ისინი არაჩვეულებრივად მღერიან, ამიტომ მათი სურვილით  დავწერე ჰიმნის ტექსტი, რომელსაც დაერთო გია ნაცვლიშვილ;ის მუსიკა და სწორედ გამოსაშვები კლასის მოსწავლეების შესრულებით გადავიღეთ კლიპი, რომლის პრეზენტაციაც მოეწყო დღეს. ეს  ჰიმნი გაიჟღერებს ყოველ წელს არა მარტო ბოლო ზარის ღონისძიებაზე, არამედ მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გამართულ ფესტივალ-კონკურსებზე, სადაც ჩვენი სკოლა მიიღებს მონაწილეობას“.- განაცხადა იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო სკოლის დირექტორმა მამა პეტრე კვარაცხელიამ.


Share.

Comments are closed.