გოგი მეშველიანმა წვიმის შედეგად დაზიანებული გზა და დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა

0

13339583_1181727618555022_2659721613279229442_nუხვმა ნალექმა გუშინ სოფელ დისველთან დამაკავშირებელი გზა დატბორა. ნიაღვარმა ხევი ამოავსო, დიდი რაოდენობით წყალი ერთ-ერთმა სანიაღვრემ ვეღარ გაატარა და გზაზე გადმოვიდა. რამდენიმე საათით შეფერხდა გადაადგილება, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფი და განხორციელდა ამოტუმბვითი სამუშაოები, ცენტრალურ გზაზე კი მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. გაიწმინდა გზის საფარი. მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგა, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენი სახლის სარდაფი. წყალი სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და შპს. ,,კომუნალური მეურნების სამსახურის“ თანამშრომლებმა ამოტუმბეს.

დაზიანებული გზა და დაზარალებული მოსახლეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა მოინახულა.

,,ხანგრძილივი წვიმის შედეგად წარმოიქმნა ნიაღვარი, რომელიც გამოიწვია ე.წ. ,,წითელ კლდესთან“ მდებარე ხიდის ქვეშ გამტარის დაზიანებამ და მთელი ეს სანიაღვრე მასა დაიძრა ქალაქის მიმართულებით. ჩვენს მიერ გასულ წელს აშენებულმა სანიაღვრე სისტემებმა აღნიშნული ნიაღვრის დიდი ნაწილი გაატარა, თუმცა მაინც რამდენიმე ოჯახმა მიიღი ზარალი, დაიტბორა მათი სარდაფები. მთელი ღამის განმავლობაში შესამაბისი სამსახურები, მათ შორის ,,კომუნალური სამსახური“ და ,,სახანძრო-სამაშველო სამსახური“ ახორციელებდნენ სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს, დღეს დღილიდან კი სანიაღვრე სისტემების გაწმენდით სამუშაოებს და ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იქნება აღდგენილი. ამასთანავე , ,,წითელ კლდესთან“ მდებარე სახიდე გასასასვლელში მოეწყობა ახალი გამტარი, რომელიც მომავალში უზრუნველყოფს მსგავსი შემთხვევის თავიდან არიდებას“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.


Share.

Comments are closed.