ბოლნისის ქალთა ოთახმა 2015-2016 წლის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა

0

13318713_1000618113386264_48728888_nდღეს ქალთა ოთახის კოორდინატორმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ბოლნისელ ქალბატონებს ერთწლიანი სამუშაო ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე თინათინ ფრუიძემ წარმატებულ პროექტებზე და სხვადასხვა აქტივობებზე ისაუბრა, რაც ქალთა ოთახში გასული წლიდან ხორციელდება. ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ინგლისური ენისა და კომპიუტერის საბაზისო კურსდამთავრებულებს, სერთიფიკატები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გადასცა.

გოგი მეშველიანი, მუნიციპალიტეტის გამგებელი:

-ქალთა ოთახი დაახლოებით ერთი წელია ფუნქციონირებს და  29 პროექტზე მეტი განახორციელა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქალბატონების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძალზედ მნიშვნელოვანია.  ვფიქრობთ  მომავალში  თანამშრომლობა აქტიურად გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტი შევთავაზოთ ჩვენს ქალბატონებს.

თინათინ ფრუიძე, ქალთა ოთახის კოორდინატორი:

-ქალთა ოთახი, რომელიც  გასულ წელს დაარსდა არის სივრცე, სადაც ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია თავისუფლად მოაწყოს საინფორმაციო შეხვედრები, განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, ჩატარდა სემინარები. ქალთა ოთახი ქალებს აძლევს  საშუალებას იყვნენ მეტად აქტიურები,  ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შეიტანონ თავიანთი წვლილი.

ქეთევან დადვანი, პედაგოგი (კურსდამთავრებული):

-მოგეხსენებათ დღევანდელი პედაგოგის საქმიანობა მიბმულია კომპიუტერულ საქმიანობასთან, თავისთავად ცხადია ჩვენ ეს ძალიან გვჭირდებოდა, ამიტომ დიდ მადლობას ვუხდი ქალთა ოთახს და ყველა მის მესვეურს ამ პროექტის დროულად დაგეგმისთვის.  უკვე შემიძლია  მუშაობა და საქმის თავისუფლად მოგვარება. ეს იყო საოცრად კარგი პროექტი და მადლობა მუნიციპალიტეტს ქალთა ოთახის გახსნისთვის.


Share.

Comments are closed.