ბოლნისელ პენსიონერს პსპ-მ მოგებული ბინის გასაღები გადასცა

0

13101402_1008092195972189_1804005000_n,,ასეთი საჩუქარი არასდროს მიმიღია, უსაზღვროდ გახარებული ვარ. როდესაც დამირეკეს და მითხრეს, პსპ-ს  გათამაშებიდან ვართ, თქვენ მოიგეთ ბინაო, თავი სიზმარში მეგონა. მთელმა საქართველომ გაიგო ჩემი ამბავი,  მთელი ღამე მილოცავდნენ, მირეკავდნენ კახეთიდან, თბილისიდან, თურქეთინად, ბოლნისიდან. ყველას უხაროდა ჩემი მოგება.  მადლობას ვუხდი პსპ-ს ჩემი გახარებისთვის”,-განაცხადა Bolnisi.ge-თან   პსპ-ს გათამაშების გამარჯვებულმა სოფია აპრესოვამ.

სოციალურად დაუცველ, მარტოხელა პენსიონერს სოფია აპრესოვას ოცნება 80 წლის ასაკში აუხდა. მას მთელი ცხოვრება მძიმე პირობებში, გაჭირვებაში უწევდა ყოფნა.  ერთადერთ შემოსავალს სოციალური დახმარება და პენსია წარმოადგენს, რისი საშუალებითაც ახერხებს თავის რჩენას. მან სულ ცოტა ხნის წინ  პსპ-ს აფთიაქში საჭირო მედიკამენტები შეიძინა და მიღებული ბილეთებით ჩაერთო გათამაშებაში. ოთხიდან ერთი ბილეთი მომგებიანი აღმოჩნდა და ის კომპანია პსპ-ს 2016 წლის გაზაფხულის სეზონის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.  დღეს სოფია ბებოს  მოგებული ბინის გასაღები საზეიმო ვითარებაში გადაეცა.

,,მოხარული ვარ, რომ  გავიცანით ქალბატონი სოფია და გადავეცით მოგებული პრიზის, m2-ში ორ ოთახიანი, გარემონტებული ბინის გასაღები. ბოლნისიდან  პირველად გვყავს გამარჯვებული და იმედია კიდევ არაერთი გვეყოლება. მოხარული ვარ იმითაც, რომ შევძელით ისეთი პიროვნების გახარება, როგორიცაა ქალბატონი სოფია. ამ ასაკში ამხელა ბედნიერების მინიჭება ადამიანისთვის არის ციდან მოსული უსაზღვრო სიხარული. პირადად არ გამომიცდია, მაგრამ ჩვენ უკვე 128 ადამიანი დავასაჩუქრეთ და მათი ემოციებიდან გამომდინარე ვიცი რასაც განიცდიან. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, მომხმარებელი  გვყავდეს კმაყოფილი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სოფიას. წავიყვანთ დღეს მას თბილისში, დავათვალიერებინებთ  და გადავუფორმებთ ბინას,”- განაცხადა bolnisi.ge-თან პსპ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ხაბეიშვილმა.


Share.

Comments are closed.