სოფელ ბალიჭს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

0

13529265_1218244324875354_1462053834190335588_nმაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატება, რომელთაშორის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ბალიჭიც მოხვდა.

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 99 დასახლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2016 წლის 24 მაისს გამართულ სხდომაზე, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ იმსჯელა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში დამატებით 99 დასახლების (38 000 მაცხოვრებლის) შეტანასთან დაკავშირებით და შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავრობას აღნიშნული დასახლებების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში დამატების შესახებ.თავდაპირველ ჩამონათვალში, რომელიც 1582 დასახლებას მოიცავსაღნიშნული დასახლებები ვერ მოხვდა იმის გამო, რომ არ არსებობდა საქართველოში არსებული დასახლებების ერთიანი ნუსხა და მათი კრიტერიუმების შესახებ სისტემატიზირებული მონაცემები. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათები დაუყოვნებლივ ამოქმედდება.

2016-07-04_164013

პირველ ეტაპზე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთმა სოფელმა: წიფორმა ხახალაჯვარმა, დარბაზმა, ჭრეშმა და ბერთაკარმა მიიღო. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მხარის გუბერნიასთან  ერთად დამატებით კიდევ ორი სოფლის, ტანძიისა და ბალიჭისთვის ითხოვა სტატუსის მინიჭება. რატომ მიენიჭა მხოლოდ ბალიჭს და მოხდება თუ არა ტანძიის საკითხის განხილვა კვლავ, ამასთან დაკავშრებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის ხელმძღვანელს გიზო კორტავას მივმართეთ.

– ჩვენ მიგვაჩნია რომ მაღალმთიანი სოფელია ბალიჭიც და ტანძიაც, შესაბამისად მოვითხოვეთ ხელახალი მონიტორინგი, მთის კანონის შესაბამისად მოთხოვნილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი დააკმაყოფილა ბალიჭმა და მიიღო სტატუსი. რაც შეეხება ტანძიას, ვმუშაობთ  სწორედ ამ საკითხზე თუ როგორ შეიძლება  მოხვდეს ტანძია მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში. დღეიდან იწყება მუშაობა, თუ ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მაღლა არის დასახლების უმეტესობა, მაშინ მოვითხოვთ გეოდეზიის და კატოგრაფიის დეპარტამენტისგან სპეციალური სამუშაო  ჯგუფის გამოყოფას, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან მდგომარეობას და დაადასტურებენ ჩვენს მიერ მიღებულ შედეგს, ოღონდ იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა თუ იქნება 1000 მეტრზე მაღლა.

 


Share.

Comments are closed.