„სიონი” გამარჯვებისთვის ემზადება

0

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალამდე, “სიონის” თავკაცმა, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ღია ვარჯიში გამართა.

13164492_1164091023601693_5231467648092544099_nარმაზ ჯელაძემ “სიონში” არსებულ განწყობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი მზადაა გამარჯვბისთვის.

“მინდა ფეხბურთის ფედერაციის ახალ წამოწყებას მივესალმო თასის ფინალის რეგიონში ჩამოტანას. რაც შეეხება “სიონს”, ჩვენთვის საპასუხისმგებლო და პრინციპულია თასის ფინალში ასპარეზობა. მოგეხსენებათ, ჩემპიონატში მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, რომელსაც რაციონალური მიზეზები აქვს. ოთხეულის მიღმა აღმოვჩნდით და ერთადერთი გზა, ევროზონაში მოსახვედრად, თასის ფინალის მოგებაა. ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა ეს დაიმსახურა. მჯერა რომ ჩვენ ამას შევძლებთ. “სიონი” მზადაა გამარჯვებისთვის! ვიცი, რომ სტადიონზე მოსული გულშემატკივრის დიდი ნაწილი ჩვენ გვქომაგობს, რისთვისაც მათ წინასწარ მადლობას ვუხდი. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო, ბოლნისელ ქომაგებს, რომელთა გარეშეც ამ წარმატებას ვერ მივაღწევდით. ხვალ ქუთაისში უამრავი მათგანი ჩამოდის და მათ გასახარებლად, ყველაფერს გავაკეთებთ“,– აღნიშნა არმაზ ჯელაძემ.

საქართველოს თასის ფინალი, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე გაიმართება. მატჩზე დასწრება უფასოა.


Share.

Comments are closed.