ესსეების კონკურსში ბოლნისში მე-3 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ გიორგი ყაველაშვილმა გაიმარჯვა

0

13254928_1174885609239223_6138054557428686280_oმე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი,-ზურაბ ჟვანიას ეს სიტყვები მუდამ ჩამესმის.

ამიტომ ვირჩევ მეც ევროპას! მეც ქართველი ვარ და მაშასადამე ვარ ევროპელი!

ასე ეხმიანება კონკურსის თემატიკას ,, ჩვენ ვირჩევთ ევროპას” ქალაქ ბოლნისის # 3 საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლე გიორგი ყაველაშვილი. მისი ნაშრომი ყველა იმ მოთხოვნას პასუხობს, რასაც კონკურსი ითვალისწინებდა. დაწერა, გააგზავნა და კომპეტენტური ჟიურის შეფასებით პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა.
მეორე ადგილი ანი დადვანს ხვდა წილად წმ.იოანე ბოლნელის სახელობის საპატრიარქოს სკოლიდან, მესამე კი მარიამ გორდაძეს სოფელ რატევანის საჯარო სკოლიდან.

ესსეების კონკურსი ევროპის დღეების ფარგლებში ჩატარდა. მისი ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ქვემო ქართლის რეგიონული ბიურო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი და გაზეთი „ბოლნისი“.   აღნიშნულ კონკურსს  კერძო და საჯარო სკოლებიდან 8 მოსწავლე გამოეხმაურა. გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, სადაც მოწვეულნი იყვნენ მონაწილე ბავშვები,  მხარის რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი  და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი.  საინფორმაციო ცენტრი, ნატოსა და  ევროკავშირის შესახებ  ქვემო ქართლის ბიუროს წარმომადგენელმა რვავე მონაწილეს სერთიფიკატები გადასცა, ხოლო პირველი სამეული  ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს საქართველოს ევროპულ გზაზე, იმ ხედვებზე, რასაც ევროკავშირთან დაახლოების შემდეგ უნდა ველოდოთ. მსგავსი სახის კონკურსები და თემაზე მუშაობა თითოეულ მონაწილეს ევროპული გზისა და არჩევანის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეახსენებს.


Share.

Comments are closed.