ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბოლნელი“ ბათუმში გაემგზავრა

0

13275631_994871257294283_1381388390_nფრიდონ სულაბერიძის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლი იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მომღერალთა ანსამბლთან ერთად ბათუმში გაემგზავრა. ოთხდღიანი გასტროლი დატვირთულია შემეცნებითი ღონისძიებებით. 25 მაისს კი „ბოლნელი“ ბათუმში ხელოვნების დღესასწაულს მოაწყობს. აჭარის ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან „მართვესთან“ და „ხორუმთან“ დამეგობრებისა და შემოქმედებითი ურთიერთობის მიზნით გაიმართება კონცერტი. ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. დამსწრე საზოგადოების წინაშე „ბოლნელი“ 25 შემოქმედებითი ნომრით გამოვა.

„ბოლნელი“ 25 მაისს აჭარის ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად გამართავს კონცერტს „სამშობლო ჩემთვის ყველაფერია“. „ანსამბლის გამგზავრებას წინ უძღოდა დიდი შრომა და ძალისხმევა. საღამო  ქორეოგრაფიული ანსამბლების დამეგობრებას და შემოქმედებითი ურთიერთობების  განმტკიცებას ეძღვნება. საზოგადოება იხილავს მაღალი დონის ნამუშევარს უნიკალური მუსიკალური გაფორმებით და კოსტუმირებით. ნამდვილი ზეიმი იქნება ბათუმში, რომელიც ერთგვარად ემსახურება ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს წარმოჩენას. მინდა გვერდში დგომისთვის მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის გამგებელს და თითოეულ მშობელს“, – აღნიშნა ანსამბლ „ბოლნელის“ დამფუძნებელმა კობა ჟღენტმა.

ანსამბლები „მართვე“ და „ხორუმი“ ბოლნისს 7 ივნისს ესტუმრებიან.


Share.

Comments are closed.