საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალური განმეორებითი მატჩი გაიმართა დღეს ბოლნისის ტამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც ბოლნისის „სიონმა“ თბილისის „ვიტჯორჯიას“ უმასპინძლა, „სიონმა“ პირველლიგელ „ვიტ ჯორჯიას“ ანგარიშით 3:1 სძლია.
18 მაისს, ქუთაისის სტადიონზე ფინალში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ბოლნისის „სიონი“ დაუპირისპირდებიან.