მუზეუმების საერთაშორისო დღეს ბოლნისიც შეუერთდა

0

13249419_874070492722567_1384412615_nმუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით აქცია ,,ღამე მუზეუმში“  მოეწყო, რომელსაც ბოლნისიც შეუერთდა.

დღეს ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გერმანელი ეთნოგრაფის მაქს ტილკეს კავკასიის ხალხთა კოსტიუმების ექსკიზების გამოფენა გაიხსნა. ნამუშევრების შესახებ ხელოვნებათმცოდნე რუსუდან მეფარიშვილმა ისაუბრა.

რუსუდან მეფარიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის  სპეციალისტი, ხელოვნებათმცოდნე:

_ წარმოდგენილი არის მაქს ტილკეს კავკასიური ექსპედიციის შედეგად შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც დაბეჭდილია სპეციალურად ასეთი მოძრავი გამოფენისთვის იმ პრინციპით, რომ ვინც  ვერ მოდის მუზეუმში ჩვენ მივდივართ მათთან. ეს მოძრავი გამოფენის პრინციპი მუშაობს 2007 წლიდან, რომლის საშუალებითაც მოვიარეთ ჯავახეთი, ქართლი, კახეთი, აჭარა და დღეს ვიმყოფებით ბოლნისიში.

თეონა აბრამიშვილი, ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების უფროსი:

_ მუზეუმების საერთაშორისო დღეს ვუერთდებით ჩვენც, რომლის ფარგლებშიც  დღეს ბოლნისის მუზეუმი განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს,  დილის 10 საათიდან ღამის პირველ საათამდე ღიაა და ელოდება დამთვალიერებელს. აქ წარმოდგენილია ულამაზესი და ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევრები რომელსაც ვფიქრობ, უნდა გაეცნოს რაც შეიძლება ბევრი მოსწავლე. ფოტოები ჩვენთან დარჩება 26 მაისის ჩათვლით, 26 მაისს კი გამოფენა მოეწყობა  ღია ცის ქვეშ დამოუკიდებდობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში.

13275677_874071919389091_1743796821_n 13278041_874071669389116_113353573_n 13282244_874070539389229_782367957_n

 


Share.

Comments are closed.