ინტერნეტპორტალი BOLNISI.GE სტაჟირებაზე იწვევს ახალგაზრდებს

0

11249845_932470763476694_2979098390203713743_nგაზეთი „ბოლნისი” სტაჟირებაზე იწვევს 17-დან 25- წლამდე ასაკის მოტივირებულ ახალგაზრდებს. სტაჟიორები სამი თვის მანძილზე მოამზადებენ მასალებსა და რეპორტაჟებს, აწარმოებენ ფოტო და ვიდეო გადაღებას ინტერნეტპორტალ BOLNISI.GE-სთვის.

გაითვალისწინეთ! სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი და მისი დასრულების შემდეგ დასაქმება ჩვენს რედაქციაში არ არის შესაძლებელი.

სტაჟრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დოკუმენტი და რეკომენდაცია. ასევე, წახალისდება რამდენიმე გამორჩეული სტაჟიორი. ის ვინც დააგროვებს მეტ რეიტინგულ მასალას, მიიღებს ფულად ჯილდოს.

დაინტერესებულმა პირებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:info@bolnisi.ge. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

გაზეთი „ბოლნისი”-ს ბეჭდური ვერსია გამოდის თვეში ორჯერ ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე და ვრცელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. გაზეთს აქვს ინტერნეტპორტალი BOLNISI.GE დღეის მონაცემებით 271,193 უნიკალური ვიზიტორით, youtube  არხი 48.105 მნახველით და myvideo არხი 3 374 მნახველით მხოლოდ ერთ კვირაში.

 


Share.

Comments are closed.