ვეტერანები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით 300 ლარს მიიღებენ

0

13118990_1165269696867481_1327682886766849186_nბოლნისის მუნიციპალიტეტში  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანები ადგილობრივ ხელისუფლებისგან ასი ლარის ნაცვლად ოთხასს  მიიღებენ. სახელმწიფოს მათი ღვაწლი უყურადღებოდ არ რჩება და საცხრამაისო საჩუქარს ყოველწლიურად გადასცემს. წელსაც  ცენტრალური ბიუჯეტიდან 600, ადგილობრივიდან კი ასი ლარი ჩაერიცხათ, მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით მოხდა  თანხის გაზრდა და დარჩენილ 13 ვეტერანს დამატებით ერთჯერადად 300 ლარი გადაეცემა.

„ნამდვილად დასაფასებელია მათი თავგანწირვა და გმირობა, ამიტომ გადავწყვიტეთ  ვეტერანებს  ერთჯერადად სამასი ლარი დავუმატოთ, ამ ეტაპზე ჩვენი თანამშრომლები   აწერინებენ განცხადებას, რის შემდეგაც მოხდება თანხის ჩარიცხვა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვეტერანები სულ 400 ლარს მიიღებენ“. – აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის შრომის, ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის უფროსმა იროდიონ უგრეხელიძემ.


Share.

Comments are closed.