დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გაგებელმა სამსახურების ხელმძღვანელებს ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსად გიზო კორტავა წარუდგინა, პროფესიით ეკონომისტი წლების მანძილზე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა. გამგებელმა ყურადღება სწორედ მის გამოცდილებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კადრი, რომელიც სამსახურს უხელმძღვანელებს, შეძლებს დაკისრებული მოვალეობის წარმატებით შესრულებას. გიზო კორტავა 1994 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სტრუქტურაში, 2014 წლიდან დღემდე იკავებდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსის თანამდებობას.
ეკონომიკის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
0
Share.