გუგა საყვარელიძემ ლათინო-ამერიკულ ცეკვებში კავკასიის თასი მოიპოვა

0

13260142_1078752045522694_6240325569823729162_n„კავკასიის თასი 2016“-ზე ბოლნისელი მოცეკვავე გუგა საყვარელიძე თავის მეწყვილე ანი მოდებაძესთან ერთად ჟიურის წინაშე ექვსი ცეკვით წარსდგა. ნელი და სწრაფი ვალსი, „ქვიქსტები“, „სამბა“, „ჩა-ჩა-ჩა“ და „ჯაივი“. ამ ცეკვებით გუგამ მსოფლიო ფინალისტებს შორის 8-დან 13 წლამდე ასაკის კატეგორიაში პირველი ადგილი და კავკასიის თასი მოიპოვა.

გუგა საყვარელიძე, გამარჯვებული:

-ბედნიერი ვარ ამ წარმატებით, ძალიან ვღელავდი, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მადლობას ვუხდი ჩემს მეწყვილეს და პედაგოგს, ვემზადებით მსოფლიო ტურნირისთვის, რომელიც 29 ივნისს ტარდება. ყველაფერს გავაკეთებ საუკეთესო შედეგის მისაღებად.

გოჩა ხელიძე, პედაგოგი:

-ეს იყო მსოფლიო რეიტინგული, უმაღლესი დონის ტურნირი, სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიო ფინალისტები 23 ქვეყნიდან, აქედან გამომდინარე, ასეთი შედეგი დიდი წარმატებაა, თუმცა ვფიქრობ,  ჩემს მოცეკვავეებს ბევრად მეტი შეუძლიათ.


Share.

Comments are closed.