,,გერმანული ნაკვალევის 200 წელი“ – კოლონისტების ჩამოსახლების შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

0

13177732_1162737477120703_1002201443970235608_nგერმანელი კოლონისტების ჩამოსახლებიდან 200 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ არაერთ ღონისძიებასთან ერთად  იმ დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც გაიმართება, რომლის გადაღებასაც გერმანელი რეჟისორი და პროდიუსერი ფრიდჰელმ ბრიუნკერი  გეგმავს. სწორედ ამ მიზნით იმყოფება რეჟისორი საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილესთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდა, ფილმის სესახებ ესაუბრა და ძველი გერმანული ნაკვალევი კიდევ ერთხელ დაათვალიერა.

დოკუმენტური ფილმი, რომლის დასახელების სამუშაო ვერსიაა  ,,გერმანული ნაკვალევის 200 წელი“  აღწერილი იქნება გერმანელთა მიგრაცია ამიერკავკასიაში, მათი ცხოვრება, წესჩვეულებები და ის გერმანული ნაკვალევი, რომელიც საქართველოში დღემდეა შემორჩენილი. ბოლნისი, თბილისი და ასურეთი რეჟისორის 42 წუთიანი ფილმის ობიექტივში მოხვდება, სადაც თითოეულ მათგანს დაეთმობა გარკვეული დრო. ფილმის გადაღებები თბილისში ივნისი დაიწყება.

დოკუმენტური ფილმი გერმანიის ერთ-ერთ ცენტრალურ ტელეარხზე გავა, რის შემდეგაც ის საჩუქრად გადაეცემა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ბოლნისის მუნიციპალიტეტს.


Share.

Comments are closed.