ბოლნისის №1 საჯარო სკოლის გოგონათა აკადემიურმა გუნდმა საგუნდო კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა

0

13227411_592291560947665_2975042886850178496_oსაქართველოს ეროვნული საგუნდო კონკურსის ფინალური ტური თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა. საქართველოს რეგიონებიდან შერჩეულ გუნდებთან ერთად, ჟიურის წინაშე ბოლნისის №1 საჯარო სკოლის გოგონათა აკადემიური გუნდი ორი სიმღერით წარსდგა და პირველი ადგილი მოიპოვა.

„კონკურსის მოთხოვნით აკადემიური კუთხით ა- კატეგორიაში შევასრულეთ ერთი ფრანგული სიმღერა, მეორე კი ქართული კრიმანჭული. ჩემმა გოგონებმა მაქსიმალური გააკეთეს და ვფიქრობ პირველი ადგილი და სიმბოლურად შესაბამისი მედალიც   ღირსეულად მოვიპოვეთ. გასულ წელს ამავე კონკურსში ავიღეთ მეორე ადგილი, შესაბამისად წელს გავაუმჯობესეთ შედეგი. ეს დიდი სტიმულია ბავშვებისთვის. სამომავლოდ კიდევ უფრო მეტს ვიშრომებთ, როგორც ჟიურიმ აღნიშნა ბავშვები გასულ წელთან შედარებით ძალიან გაზრდილები არიან. ვფიქრობ მომავალი წლისთვის პროფესიულად კიდევ უფრო მეტად გაიზრდებიან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სკოლას არ ჰყავს კონცერტმეისტერი, ამიტომ ამ კუთხით დაგვეხმარა ქალბატონი მზია ბეჟანიშვილი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას“, – განაცხადა №1 საჯარო სკოლის გოგონათა აკადემიური გუნდის ხელმძღვანელმა ეკა საჯაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საგუნდო კოლექტივების კონკურსი პირველად გასულ წელს ჩატარდა, წელს კი შესარჩევი ტური გარდაბანში 15 აპრილს გაიმართა, რის შედეგადაც ბოლნისიდან ხუთი გუნდი შეირჩა ფინალისთვის. საბოლოო შედეგების გამოქვეყნება გრძელდება და ბოლნისელები სხვა მონაწილე გუნდების წარმატებებსაც ელოდებიან.


Share.

Comments are closed.