ბოლნისის მუნიციპალიტეტში ,,ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა

0
downloadდღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ,,ქართული ოცნების” ოფისი ოფიციალურად გაიხსნა. ოფისში შეკრებილ მმართველი პარტიის წევრებს პარტია ქართული ,,ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის რაიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი მეშველიანმა და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ნუკრი ანდრიაძემ ოფისის გახსნა მიულოცეს და აღმასრულებელ მდივნად გიორგი მირიანაშვილი წარადგინეს. როგორც პარტიის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, გიორგი პერსპექტიული ახალგაზრდაა და იგი დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად გაართმევს თავს.
ბოლნისის ,,ქართული ოცნების” ოფისი ხვალიდან ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს და მოქალაქეებს საშუალება ექნებათ  საკუთარი პრობლემები მმართველ გუნდთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიიტანონ.
გოგი მეშველიანი -პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე:
– ქართული ოცნების ოფისში წარმოდგენილი ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებენ იმისთვის, რომ მეტი კონტაქტი ჰქონდეთ მოსახლეობასთან.  ადამიანებს ექნებათ საშუალება თავიანთი გულისტკივილი მუნიციპალიტეტის გარდა, პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლობასაც  გააცნონ, რომ ჩვენ უფრო კოორდინირებულად მოვახერხოთ მათი პრობლემების გადაწყვეტა.
ნუკრი ანდრიაძე-ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე:
– ხვალიდან ,,ქართული ოცნების” ოფისი მუშაობას მთელი დატვირთვით შეუდგება, გვექნება შეხვედრები  სოფლის მოსახლეობასთან, მოვისმენთ მათ პრობლემებს და შევეცდებით მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ.
გიორგი მირიანაშვილი- პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი:
– გვექნება ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან, მოვისმენთ მათ პრობლემებს და შევეცდებით თითოეულ საკითხზე რეაგირება უმოკლეს დროში მოვახდინოთ.

Share.

Comments are closed.