ანსამბლი „იმედი“ საანგარიშო კონცერტს გამართავს

0

13214868_986734971441245_489399185_oბოლნისის კულტურის სახლთან არსებული საბავშვო, საესტრადო ანსამბლი „იმედი“ 18 მაისს საანგარიშო კონცერტს გამართავს. „ნაბოლარა და მისი მეზობლები“ ასე ჰქვია მიუზიკლს, რომელიც პატარებმა ფილარმონიის სოლისტის ლაურა დურგლიშვილის ხელმძღვანელობით მოამზადეს.
„ვმუშაობ საანგარიშო კონცერტზე, რომელიც 18 მაისს 17-00 საათზე კულტურის სახლში გაიმართება. ღონისძიების ჩატარებაში მხარში დაგვიდგა კულტურის ცენტრის უფროსი თეო აბრამიშვილი. ჩვენი და მშობლების ერთობლივი ძალებით ვატარებთ სოლო კონცერტს, სადაც მონაწილეობას იღებს ოცდაათი ბავშვი. მინდა გითხრათ კონცერტზე მოსულ მაყურებელს დიდი სიამოვნება ელის“, -განაცხადა ლაურა დურგლიშვილმა.


Share.

Comments are closed.