№1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის სიწმინდეებზე, მის დაბადებაზე და დღემდე არსებულ უდიდეს სიმდიდრეზე ისაუბრეს

0

0DDD1996-74C5-4F29-8440-18DF54673E4C_mw1024_s_nდასაბამიდან დღემდე რა გზები განვლო ქართულმა ენამ, რომელიც ხმოვანი სამყაროს დაბადებასთან ერთად დაიბადა. ეს გადაჭარბებული შეფასება არ არის, რადგან თანამედროვე კვლევები ამის ნათელი დასტურია. №1 საჯარო სკოლის VIII-ბ კლასის მოსწავლეებმა სწორედ ქართული ენის სიწმინდეებზე, მის დაბადებაზე და დღემდე არსებულ უდიდეს სიმდიდრეზე ისაუბრეს. ბავშვებმა თავად მოიძიეს საჭირო ლიტერატურა, მოამზადეს ფოტო და ვიდეო მასალა და პრეზენტაცია სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გააცნეს. ხეთები, ქალდეველები, ჰელაზგები ეს უძველესი ტომები პრე-ქართულ ტომებად მიიჩნევა. მათი ქადეური  წინაპარი კი  ქართულ ენად.

„ეს  მოსწავლეები შეიძლება სწორედ ის თაობა იყოს, რომლებიც შეძლებენ მომავალში დოკუმენტური მასალა მოიძიონ და მეცნიერული დონეზე აწარმოონ კვლევები. მათ წარმოადგინეს ქართული ენის განვითარების ისტორიის მცირე მონაკვეთები,  მათ V კლასიდან ვასწავლი,  უპირატესობას ჯგუფურ მუშაობას ვანიჭებთ, სწორედ ამ მეთოდის კარგად შესწავლამ განაპირობა ის, რომ მოსწავლეები კარგად ფლობენ საკუთარ თავს, შეუძლიათ ერთმანეთის დახმარება და გვერდში დგომა. მადლობა მინდა ვუთხრა მათ დღევანდელი დღისთვის“, – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში №1 საჯარო სკოლის პედაგოგმა ქეთევან წიკლაურმა.


Share.

Comments are closed.