ქვემო ქართლში ქალთა და უმცირესობათა უფლებების დაცვის ხელმისაწვდომობის პროექტი დაიწყო

0

12992108_500229600178267_1085683904_nარასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (სიდა) ქვემო ქართლის რეგიონში ახორციელებს ქალთა და უმცირესობათა ჯგუფებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების პროექტს „იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები ქვემო ქართლში“. პროექტის პრეზენტაცია დღეს სიდამ დმანისის მუნიციპალიტეტში გამართა, რომლის მიზნის განხორციელება გათვალისწინებულია სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეების გამოვლენით, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფით, პოტენციური ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლებით, ქალთა და უმცირესობების უფლებების პოლიტიკისა და საკანონმდებლო გრანტების გაუმჯობესებით.

პროექტი ძირითადად მუშაობს ოთხი მიმართულებით, კერძოდ: იურიდიული დახმარება, ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება და იურიდიული მხარდაჭერის სფეროში უნარებისა და შესაძლებლობების ზრდა.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები ქვემო ქართლში მცხოვრებ ქალებს და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს სთავაზობენ იურიდიულ დახმარებასა და სტრატეგიულ საგანმანათლებლო სერვისებს.

„გვაქვს ორი ოფისი დმანისსა და რუსთავში, რომელიც  მოემსახურება მთელ რეგიონს.  ორგანიზაციის იურისტები მოსახლეობას უფასოდ გაუწევენ სამართლებრივ დამხარებას, რაც გულისხმობს სასამართლოში მოქალაქეების უფლებების დაცვას, ადმინისტრაციულ პირებთან ურთიერთობებს, ასევე დარღვეული უფლებების აღდგენასა და შემდგომი დისკრიმინაციის თავიდან აცილებას. გარდა ამისა, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს იურიდიული პირების ასოციაცია, სააპელაციო და საკასაციო წესითაც  დაიცავს  დაზარალებული მოქალაქის უფლებებს. მოსახლეობაში გავრცელდება საინფორმაციო ფლაერები“, – აღნიშნა სიდას იურისტმა თეონა კილაძემ.

პროექტი ერთწლიანია და ხორციელდება სიდას მიერ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან (სიფე) პარტნიორობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.


Share.

Comments are closed.