ქალები აქტიურ პოლიტიკაში – ბოლნისში ტრენინგი მიმდინარეობს

0

12910223_961541823960560_1003263226_nსაარჩევნო სისტემების მიმოხილვა, საქართველოს სახელმწიფო სისტემების მოწყობა და  წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციები, ამ თემების ირგვლივ მიმდინარეობს ტრენინგი, რომელსაც ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალები ესწრებიან. ტრენინგები და დისკუსიები აღნიშნულ თემებზე „ქალები აქტიურ პოლიტიკაში“ პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ ახორციელებს. პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება, საკანონმდებლო და საარჩევნო სისტემებში განხორციელებულ ცვლილებებზე ინფორმირება და პოლიტიკაში ჩართულობა. „ჩვენი ორგანიზაცია უკვე მესამე წელია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა საინფორმაციო და საქველმოქმედო აქტივობებს. დღევანდელ ტრენინგზე მოწვეული გვყავს ტრენერი კოტე კანდელაკი, რომელიც უშუალოდ მუშაობს საარჩევნო კოდექსზე. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე  დღეს ის ისაუბრებს საარჩევნო სისტემებზე და კოდექსში შესულ ცვლილებებზე. ჩვენი პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ქალები,  ტრენინგი გაგრძელდება ხვალ და ზეგ. შემდგომი ეტაპი კი არის პოლიტიკოსების შეხვედრები სოფლებსა და თემებში მცხოვრებ ქალებთან.  გვინდა რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ჩართული თვითმმართველობაში, საკრებულოებსა და სახელმწიფო სამსახურებში. თუ 2017 წლის არჩევნებში, პოლიტიკურ პარტიებში ვიხილავ ამ ქალებს ძალიან მოხარული ვიქნები“,-განაცხადა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ ნათია ქევხიშვილმა.

ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ ბაზაზე კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-თიანეთში შექმნილია 16 „ქალთა სახლი“, რომლის საშუალებითაც გაერთიანებული ქალები, სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე აქტიურად მუშაობენ. როგორც შეხვედრის ორგანიზატორმა აღნიშნა მალე ქალთა სახლები ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც გაიხსნება.


Share.

Comments are closed.