უმცროსი სამბოელები მედლებითა და საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ ტურნირიდან

0

12924373_214999512204545_3318631619880232624_nმიმდინარე წლის 5 აპრილს ქალაქ ხაშურში, დავით დათიაშვილის სახელობის  უმცროსი ასაკის ჭაბუკებს შორის, ჭიდაობა სამბოში მემორიალური ტურნირი ჩატარდა. რეგიონალურ  ტურნირში    ბოლნისის სახელით 13 სპორტსმენი მონაწილეობდა, საიდანაც 8 მათგანმა სხვადასხვა სინჯის მედლები  აიღო.

ჩემპიონები გახდნენ 26 კგ. წონით კატეგორიაში ისმაილ გუსეინოვი, 23კგ. წონით კატეგორიაში მაგამედ ამირახოვი და 55კგ. წონით კატეგორიაში ბექა აქულაშვილი. რაც შეეხება დანარჩენ 5 სპორტსმენს, სხვადასხვა წონით კატეგორიებში პრიზიორები გახდნენ ვეფხვია გვარმიანი, ჯანიკო გაბლიანი, გევორქ ისახანიანი, ასლან ამირახოვი, იაშა იდრისოვი.

,, ეს ტურნირი იმით არის კარგი, რომ  პატარა ასაკის სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ მიიღეს გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ  წარმატებებს. ასეთ ტურნირებში მონაწილეობა აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მეტი წარმატებული სპორტსმენი გვყავდეს“, –  აღნიშნა bolnisi.ge-თან ძიუდოს სკოლის მთავარმა მწვრთნელმა შერმადინ დადვანმა.


Share.

Leave A Reply