ტანძიელი მოსწავლე ამერიკაში გაემგზავრება

0

10923276_1030724176943839_7327539688831638486_nსოფელ ტანძიის საბა დადვანის სახელობის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ბერიანი აგვისტოში, მომავალ ლიდერთა გაცვლის პროგრამით ამერიკაში გაემგზავრება.

ლუკა FLEX პროგრამაში ახალი საინტერესო და განსხვავებული გამოცდილების მიღების მიზნით ჩაერთო, თუმცა მანამდე  მონაწილეობა მიიღო ინგლისურენოვან ბანაკ  BUILD Camp-ში, სადაც წარმატებით გაიარა ყველა ეტაპი და სწორედ იქ მიღებული გამოცდილებით ჩაერთო FLEX პროგრამაში.

მომავალ ლიდერთა გაცვლის პროგრამა FLEX მაღალკლასელ მოსწავლეებს აძლევს მრავალმხრივ შესაძლებლობებს განათლებისა და განვითარების მხრივ.

„როდესაც გავიგე პროგრამის შესახებ გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა. გავიარე სამი რაუნდი, დავწერე ინგლისურენოვანი გრამატიკის ტესტები და თემები, შევავსე აპლიკაცია და გავიარე ინტერვიუ. ვფიქრობ, რომ ამერიკაში მიღებული ერთწლიანი გამოცდილება დამეხმარება შემდგომში ჩემი გეგმების განხორციელებაში და წარმატებების მიღწევაში“, ამბობს ლუკა ბერიანი.

მომავალ ლიდერთა გაცვლის პროგრამა FLEX  შესაძლებლობას აძლევს უფროს კლასელ მოსწავლეებს, ერთი წლით ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკელების ოჯახებში. პროგრამას სრულად აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.


Share.

Comments are closed.