საჯარო და კერძო სკოლებს შორის ვიქტორინა გაიმართა

0

13059431_972346299546779_1624276992_nდღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო და კერძო სკოლებს შორის ვიქტორინა გაიმართა თემატიკაზე „ბოლნისი“, სადაც კითხვები ძირითადად ბოლნისის წარსულის ქრონიკებს, არქიტექტურას, ჰერალდიკასა და გეოგრაფიულ მდებარეობას შეეხო.  ღონისძიება ახალგაზრდული საკრებულოსა და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

იამზე სვანიძე, მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

–  ძალიან  მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, რადგან მოსწავლე-ახალგაზრდები ეცნობიან ბოლნისის წარსულს, კულტურას, რაც უშუალო კავშირშია  ჩვენი ქალაქის მომავალთან. ასეთი ვიქტორინების გამართვა ყოველთვის მისასალმებელია, რადგან ეს არის კომუნიკაციის, დამეგობრების, ახალი ინფორმაციის მიღების საშუალება.

მათე ტაბაღუა,  ბოლნისის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე:

– ვიქტორინის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო  და კერძო სკოლებს და შევარჩიეთ 7 სკოლა. ძალიან კმაყოფილი ვარ, ბავშვები კარგად მომზადებულები არიან. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა  მეტი ინფორმაცია მიიღონ ჩვენი ქალაქის შესახებ.

საგანმანათლებლო ვიქტორინაში პირველი ადგილი მე-5-ე საჯარო სკოლამ მოიპოვა, მეორე ადგილი რატევნის საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე სასულიერო სკოლამ.


Share.

Leave A Reply