საქველმოქმედო „კრიტმა” სრული ანშლაგით ჩაიარა

0

12923153_1721641908081336_8721300099899996193_nბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრმა მაყურებელს დიმიტრი მალიაგინის ნაწარმოების მიხედვით, ლაშა ნოზაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლი „კრიტი“ შესთავაზა. სპექტაკლი ამჯერადაც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და ისევე როგორც პრემიერამ, მანაც სრული ანშლაგით ჩაიარა.

„კრიტის“ პრემიერა 2015 წლის 17 ივნისს წარმატებით შედგა და შემოსული თანხა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებული ადამიანების დახმარების ფონდში გადარიცხა. ამჯერად კი ბილეთებიდან შემოსული თანხა, ბოლნისელი 27 წლის ლევან უგულავას მკურნალობას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ ლევანს  მწვავე ლეიკემია აღმოაჩნდა და სასწრაფო ოპერაცია გერმანიაში უნდა ჩაუტარდეს, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია.

,,როგორც კი გავიგეთ, რომ ლევან უგულავას სჭირდებოდა დახმარება და ჩვენი თანადგომა, იმ წუთიდანვე გავერთიანდით მთელი ბოლნისი და გადავწყვიტეთ მის დასახმარებლად ჩაგვეტარებინა ეს არაჩვეულებრივი სპექტაკლი, რომელსაც საქველმოქმედო ხასიათი ექნებოდა. ჩვენმა მოლოდინმა გაამართლა,  მაყურებლის აქტივობა იყო ძალიან მაღალი.  მიუხედავად იმისა, რომ საქველმოქმედო  სახის ღონისძიებები ხშირად ეწყობა ბოლნისში მოსახლეობა მაინც ძალიან აქტიურობს. ღვთის წყალობით, ბოლნისელებს კარგად ესმით ქველმოქმედების მნიშვნელობა, ისინი  ყოველთვის ერთიანდებიან და გამოხატავენ  თანადგომას, რის გამოც  ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, კულტურის სახლს, თეატრს,  მსახიობებს, არაჩვეულებრივ და უნუჭიერეს რეჟისორს ლაშა ნოზაძეს და ბოლნისის მოსახლეობას, სკოლებს, მასწავლებლებს და დირექტორებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ქველმოქმედებაში, ‘’- განაცხადა მსახიობმა ნატო ყიფშიძემ.

12670623_1149590115086096_5196480011065798057_n


Share.

Comments are closed.