საბას ლიტერატურულმა მუზეუმმა კალიგრაფიის კონკურსს უმასპინძლა

0

3_1_1268483292

სოფელ ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ლიტერატურულმა სახლ- მუზეუმმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. მან რეგიონალური კონკურსის მონაწილეებს-კალიგრაფიის მარგალიტებს უმასპინლა.

ქვემო ქართლის რეგიონალური კონკურსი ,, კალიგრაფიის მარგალიტები” 2010 წელს ჩატარებული კონკურსის ,,ქართული კალიგრაფია” – ს გაგრძელებაა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,წამისა” და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება და ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევითაა დაფუძნებული.


Share.

Comments are closed.