სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ინტელექტ-კლუბი „რა, სად, როდის?“ საქართველოს სკოლის მოსწავლეებს იწვევს ერთობლივ პროექტ „ინტელექტის დღე 2016“-ში მონაწილეობის მისაღებად.
საქართველოს ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეთა შორის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ – „ინტელექტის დღე-2016“ წელს უკვე მეხუთედ იმართება. ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური პროექტის პირველი ეტაპი წიგნის მსოფლიო დღეს – შაბათს, 23 აპრილს 13:00 სთ-ზე, საქართველოს 73 მუნიციპალურ/რაიონულ ცენტრში ერთდროულად აიღებს სტარტს და გუნდები 24 კითხვისაგან შემდგარ პაკეტზე ითამაშებენ.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო (კერძო თუ საჯარო) სკოლის გუნდს. სკოლიდან რეგისტრირდება მხოლოდ 1 გუნდი.
მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული სკოლები გავლენ ფინალში და ერთმანეთს 15 მაისს 13:00-ზე თბილისში დაუპირისპირდებიან.
3 საუკეთესო გუნდის ყველა ძირითადი მოთამაშე მიიღებს პრიზებსა და დიპლომებს!
პროექტის გენერალური მხარდამჭერია გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.
მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგ მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/1RJ68MpZbtBfGR3kWvfDw2asvNnWzH0zK_zZ0UH2rmBY/viewform
რეგისტრაციის შედეგები იხილეთ შემდეგ მისამართზე:
https://docs.google.com/forms/d/1RJ68MpZbtBfGR3kWvfDw2asvNnWzH0zK_zZ0UH2rmBY/viewform
დაინტერესებულ სკოლებს გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს (https://www.facebook.com/skolebi)